გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ IAEA-ს რეგიონული პროექტის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

12-06-2026

2026 წლის 8-12 ივნისს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონული პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა და სამმა  საერთაშორისო ექსპერტმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რადიოაქტიური ნარჩენებისა და გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების მართვის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული მიდგომების განხილვა, უსაფრთხოების, დაცულობის, ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების და სხვა საჭირო ფაქტორების გათვალისწინებით.


შეხვედრის ფარგლებში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ მონაწილეებს გაუზიარა რადიოაქტიური ნარჩენებისა და გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და პრაქტიკა.


სამუშაო შეხვედრა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031