გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო

12-06-2026

პროგრამით გათვალისწინებულ მანიპულაციებს ტენდერით გამოვლენილი ვეტერინარული დაწესებულებები განახორციელებენ.

ლოკაციების და შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს.


ღონისძიებები გულისხმობს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას მიკროჩიპების გამოყენებით და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას.


პროგრამა ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს:

ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას;

ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას;

დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას;

ცოფის გავრცელების პრევენციას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930