გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყირგიზეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის

12-06-2026

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში.

„გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი. ჩვენ ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში.


ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან.


ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ყირგიზეთიც მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930