გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც

13-06-2026

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, ვიქნებით უკიდურესად ხისტი ფორმებითაც მათ შორის და ვერავითარი ცენზურა სიტყვაზე, ვერ შეაჩერებს ამ წინააღმდეგობას, - ამის შესახებ „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.


ლემონჯავას თქმით, რეჟიმი დასამხობი და დასასრულებელია.


„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის დასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.


„ფორმულას“ წამყვანმა გიორგი თარგამაძემ, ლემონჯავას შეახსენა, რომ ლევან ხაბეიშვილი სწორედ ტერმინ „დამხობის“ გამოყენებისთვის არის ციხეში.


„თან ის მშვიდობიან დამხობას მაინც ხმარობდა და თქვენ როცა ასე თამამად წარმოთქვამთ ამ სიტყვებს, ბუნებრივია, ამის იქით შედეგებზე წარმოდგენები გაქვთ“, - მიმართა თარგამაძემ ლემონჯავას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930