გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული!

13-06-2026

„ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი! წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს - იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში.


სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმსა და „ქართული ოცნების“ მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია.


ანალიტიკოსი ხაზს უსვამს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და ამბობს, რომ წარსულის მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ.


„აქ მთავარი სხვა რამ არის: წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში! ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები არათუ ისჯებოდნენ, არამედ ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ და წახალისებულნი იყვნენ. აი, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ მფარველობასა და სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ატარებენ დღემდე მოძალადის იარლიყს. ამ სისტემის შემოქმედნი სააკაშვილი, ახალაია, გვარამია, ბოკერია და სხვა ოდიოზური ფიგურები იყვნენ - რის გამოც რამდენიმე მათგანმა სასჯელი უკვე მოიხადა ან ახლაც იხდის. წარსულის ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ!“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930