გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე: ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მდინარაძემ ოპონენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს-ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს

14-06-2026

„ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრაზა გააყალბეს.


დეპუტატი აქვეყნებს ვიდეოს მტკიცებულების სახით, სადაც მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამბობს, რომ „პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია, ორი მილიარდი გაუჩერეს, ფიზიკურ განადგურებას კი არა ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან ყოველთვის. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა ელემენტარული ერთი აგურის დამდებიც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში შეიძლება იყოს მოწყვლადი, რომ შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის“.


„ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს პირწმინდად კი არ მოუგო მხოლოდ, საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს, სიტყვა „ნებისმიერი” ჩაამატეს და ატრიალებენ ახლა გიჟებივით. მართლა ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, უმაღლესი პილოტაჟია და ეს არის ის, რაც ბოლო ერთი წელი ძალიან აკლდა ქართულ პოლიტიკას! აქ არის ვიდეო რა თქვა რეალურად, რასაც შეუძლებელია 1000% არ დაეთანხმო!”, - წერს სამხარაძე. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930