გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა

14-06-2026

„პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, სამართალდამცავი რგოლის მაღალპროფესიულმა მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა დიდი პროვოკაციის ადრეული გამოვლენა და განეიტრალება, შესაბამისად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა თავისთავად არ მოდის.


„ხშირად გვავიწყდება, თუ რამდენად ახლოს შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა ქაოსთან და დიდ უბედურებასთან, როდესაც გარკვეული ძალები დესტაბილიზაციის გზას ირჩევენ. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. სამართალდამცავი რგოლის გუნდურმა, მშვიდმა და მაღალპროფესიულმა მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა დიდი პროვოკაციის ადრეული გამოვლენა და განეიტრალება.


მათი ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა მძიმე შედეგები, დაპირისპირება და ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის რევანშის მცდელობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანზე ძალიან მძიმედ აისახებოდა. აქედან გამომდინარე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა თავისთავად არ მოდის, მათ უკან დგას უამრავი ადამიანის ყოველდღიური შრომა, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა“, - წერს მეტრეველი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930