გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია ფილმზე - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში

14-06-2026

პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში, - განაცხადა ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.


მისივე თქმით, ამ წლის პირველ კვარტალში 30-ზე მეტი მედალი აქვთ მოპოვებული პარასპორტსმენებს.


„ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ მათი ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის, როდესაც ამ ფილმზე ვმუშაობდით“, - აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.


„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031