გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

15-06-2026

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?“ და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?“


გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი მე-13 ადგილზე გამწესდა.


საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, შეერთებული შტატები, ირლანდია, ისლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი. ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 2 და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს , ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031