გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა

15-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.


შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.


საუბარი შეეხო ეკონომიკის მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებულ ვიზიტს და ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე.


ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. როგორც აღინიშნა, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პროცესს.


საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.


შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930