გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ მონაწილეთა მიღებას აგრძელებს

15-06-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, აგრძელებს მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩები“ მონაწილეთა შერჩევას.


ბანაკი, რომელიც 23-29 ივლისს ბაკურიანში გაიმართება, 15-17 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე მონაწილეთა გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, პროექტების წერისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.


პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ გარემოსდაცვით ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე განხორციელდება.


მონაწილეთა შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდება:
• სააპლიკაციო ფორმის შევსება: https://forms.gle/katgkDRw7qQbe1uFA
•         გასაუბრება

პროგრამა ინკლუზიურია და მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომია. მონაწილეებისთვის შესაბამისი პირობები იქნება უზრუნველყოფილი.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ივნისი.


ბანაკი „კლიმატის ელჩები“ ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, UNDP-ის პროექტის ფარგლებში - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate Fund) და საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.


დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია პროექტის ადვოკატირების სპეციალისტი მარიამ აღდგომელაშვილი (ტელ: 579070299, ელ.ფოსტა: mariam.agdgomelashvili@eiec.gov.ge).

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031