გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს: ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე

15-06-2026

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს რატი იონათამიშვილს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 19-ე სესიაზე წარმატებულ მონაწილეობასა და გაეროში დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების” პრეზენტაციას ულოცავს და მეგობრულ წერილს უგზავნის.


„ძვირფასო რატი,
ძვირფასო პრეზიდენტო,
ძვირფასო მეგობარო,
ეჭვგარეშეა, რომ დღეს შესაძლოა არც საქართველოსთვის და არც ესპანეთისთვის, არც ესპანეთისთვის და არც საქართველოსთვის არ არის საუკეთესო დღე…


დღის დასაწყისი მძიმე იყო ჩვენი ქვეყნებისთვის, რადგან ილია დამარცხდა.


ღვთის წყალობით, იგი მალე გამოჯანმრთელდება და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება! ახლა მისი დასვენების, აღდგენისა და უკვე შემდგომ, დაბრუნების დროა.


ჩემი ფიქრები თქვენთანაა საქართველო და ჩემო ძვირფასო ქართველებო, მეფიქრება ჩვენს ქართველ მეგობარზე/ძმაზე.

ილიას მარცხი გვერდით გადავდოთ და ამჯერად, გილოცავთ!


ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე.
ესპანეთის ელჩმა მომწერა და ძალიან ვნანობ, რომ ვერ შევძელი ღონისძიებაზე დასწრება, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით! გილოცავთ!


ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვოთ მუდამ, დღეს კი უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ილიასთვის, ელ მატადორისთვის და საქართველოსთვის!“, - წერს ფერნანდო რიანიო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31