გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია

16-06-2026

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „რაც არ უნდა მისცე რუსებს, ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს“.


ჩერგოლეიშვილის თქმით, პოჩობუტის განცხადება ჩასარეცხად გამზადებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრზეა, რომელშიც მამუკა ხაზარაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანს მოიაზრებს.


„ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია. მათი ჩარეცხვის პარალელურად შეიცვლება რუსული რეჟიმი. (სახაროვის პრემიის ლაურეატია ეს კაცი)“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031