გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა

16-06-2026

2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2,363.8 ლარი შეადგინა.


მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას და შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც.


საანგარიშო პერიოდში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.9%), სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (11.8%), მშენებლობა (8.8%), წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, დაბინძურებისგან დასუფთავების საქმიანობები (18.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (7.1%).


I კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნესის, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. 2026 წლის იანვარ-მარტში, ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა და 2,335.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 11.2%-ით გაიზარდა და 2,413.7 ლარი შეადგინა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031