გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა

16-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.


„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.


„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031