გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

16-06-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაც ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანაა.


საუბარი შეეხო თანამშრომლობას ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას და ამ მიმართულებით მოქმედ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.


შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930