გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე „Yandex Bank“-სა და WB Bank-სთვის დაწესებულ სანქციებზე: რაც უფრო მეტს ყვირის „ნაცბაბლის“ სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში, ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა ბაღდავაძე

16-06-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურებას თეონა ბაღდავაძე უწევს.


აბაშიძის თქმით, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა „ტელეკანალიზაციები“ ვითომ „ათეთრებენ“.


„უცვლელი კანონზომიერებაა, რაც უფრო მეტს ყვირის „ნაცბაბლის“ სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში; ბოლო ცნობით, ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა/Tayona [whatever] ბაღდავაძე. თუმცა, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა „ტელეკანალიზაციები“ ვითომ „ათეთრებენ“. ბრიტანეთის ბოლო სანქციები შეეხო რუსულ Яндекс Банк-სა და WB Банк-ს. ორივე კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია. აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის საქართველოში PR მომსახურებას „ნაცების“ მეგუნდრუკე თეონა ბაღდავაძე უწევს. უწინ „სოტოვი“ Билайн-ის „პიარშიცაც“ ყოფილა საქართველოში. რაღაცით ხომ უნდა ისულდგმულონ სააკაშვილის მადიდებლებმა? მხოლოდ გია ბარამიძის მოწოდება რომ 5-5 ლარი ჩაურიცხინ, არაკმარისია“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031