გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
შალვა ნათელაშვილი: ბავშვობისას თავში თანატოლისგან ნასროლი რიყის ქვა მომხვდა

16-06-2026

უცნაური ბავშვები ვიყავით, ახლა რომ ვუკვირდები უფრო ფაქიზი ბავშვბები არიან, ერთმანეთის მომფრთხილებლები ვიდრე ჩემ ბავშვობაში - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.


მან გაიხსენა თავისი ბავშვობის ერთი ეპიზოიდი, როდესაც თავში თანატოლისგან ნასროლი რიყის ქვა მოხვდა.


„ჩემ ბავშვობაში ქვებს ვესროდით ერთმანეთს, რიყის ქვებს. ხშირად მოვარტყამდით კიდეც თავში... ან რაღა შეგვრჩა ტვინი. ერთხელ მომხვდა აგერ შუბლში. საკმაოდ შორი მანძილიდან მესროლა მეზობლის ბავშვმა, მეც რაღა შუბლი შევუშვირე... და ეგრევე გაასხა ცხვირიდან სისხლმა, როგორც კი ეს დიდი ქვა დამეტაკა.


დაახლოებით სამასი მეტრი იქნებოდა და როგორ მოახერხა მოერტყა, არ ვიცი. მაგრამ მეც მომირტყია სხვებისთვის ქვები. ბავშვი ღმერთის იმედზეა და ღმერთს ჰყავს ჩაბარებული“ - განაცხადა ნათელაშვილმა.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930