გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი

18-06-2026

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.


მისი თქმით, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი. ირანი არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი.


„აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა. სანქციებს მოუხსნიან, გაყინულ აქტივებს აბრუნებენ და გამდიდრებული ურანის მარაგებსაც ვერ იღებს აშშ.


ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია და ჰორმუზის სრუტეზე უფრო დიდი კონტროლი აქვს. დამარცხებული ამერიკის საქმე არაა საქართველოს ურთიერთობა ირანთან.


პანაშვიდზე წავა პრემიერი თუ ანძას გავანათებთ. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი. ირანი არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, - წერს დობორჯგინიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031