გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში

18-06-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ზოგიერთი რეკომენდაცია, საბჭოთა პრაქტიკებს ჰგავს.


აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის გადაადგილების დამატებითი მექანიზმის შექმნას ეხება.


მისი თქმით, მსგავსი მიდგომა ქმნის პრივილეგირებული ჯგუფების ჩამოყალიბების საფრთხეს.


„კომპარტიულ სულისკვეთებას არ მიუტოვებია არც ევროდეპუტატი იუკნევიჩიენე და არც მისი სხვადასხვა ასაკის კოლეგები.


ეს გამოჩნდა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოზე, სადაც სხვა ტოქსიკური სიბრიყვეების გარდა, ევროკომისიას მოუწოდებენ შეიქმნას რაღაც მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის უვიზო მიმოსვლის გარანტორი იქნება ანუ ერთგვარი კომპარტიული მეოთხე სამმართველო, სპეცსანატორიუმებში (ევროპულ ქვეყნებში) ე.წ. პრივილეგირებულთათვის უვიზო მოგზაურობის ანუ „პუწიოვკების“ გაცემაში. და ვინ დაადგენს თუ ვინაა ე.წ. ნამდვილი ჟურნალისტი თუ აქტივისტი ანუ „სოციალისტური შრომის გმირი“ ანუ „ევრომონა“? ალბათ, რაღაც ნეობოლშევიკური „ტროიკები“.


მაგალითად, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და ბაბუცა პატარაია და ა.შ. ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930