გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე ლექცია-სემინარების ციკლი დაიწყო

18-06-2026

მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების ლექცია-სემინარები ჩატარდება.


ინიციატივის მიზანია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთათვის თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ლექცია-სემინარები დაეხმარება საპატრიარქოს კოლეჯის სტუდენტებ,  როგორც თეორიული ცოდნის მიღებაში, ისე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.


სასწავლო პროგრამა მოიცავს ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებს, ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას, საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვის აუცილებლობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31