გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია - მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა

19-06-2026

ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, AfD-მ თვალთვალის აკრძალვა მოითხოვა, თუმცა პარტიამ პროცესი ქვედა ინსტანციაში წააგო. მიუნხენის სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას.


სასამართლოს განმარტებით, AfD-ის მიერ დასმული კითხვები უკვე განხილული იყო წინა გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, მათი პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.


პარტია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გაუმართლებელია. თავის მხრივ, მსგავს მიდგომას იყენებს დაზვერვის სააგენტო, რომელმაც გასულ წელს პარტიის საქმიანობა „დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ მცდელობად“ შეაფასა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31