გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი

19-06-2026

ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.


ის ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული.


„ალბათ, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როგორც დღეს. რადგან ვიცი, რომ ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ყველა გათვლით უნდა ვყოფილიყავი. არ ესმოდათ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ეს იყო მახე, რადგან ადამიანებს ამუშავებდნენ. ვერ გაიგებდი, ვინ იყო მოგზავნილი და ვინ ანთებული იოლი, უსისხლო, არაძალადობრივი ხელისუფლების ცვლილების იდეით. ვხედავდი, როგორ უწყობდა ამას რეჟიმი საჯაროდაც ხელს. როგორ ახალისებდა… უშუალოდ იმ დღესაც, როგორ ყველაფრის საშუალება მისცა. როგორ ნადირივით შეიტყუა ამ ქვეყნის გულანთებული პატრიოტები 5- და 7-წლიან ციხეში.


მინიშნებებით ვწერდი და ამ მინიშნებების გამოც მხდალს მეძახდნენ. ათას სისულელეს მიგონებდნენ. ბრაზი მახრჩობს: როგორ დავუშვით ასეთი რამე? როგორ გავწირეთ თანამებრძოლები?! როგორც კი რეჟიმი დასრულდება, პირველ რიგში 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული. უკლებლივ ყველა, ვინც ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო საკუთარ საზოგადოებას, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რეჟიმი მარტო ამ ბოროტებისთვის უნდა გასამართლდეს. გაათავისუფლეთ მძევლები!“- წერს დავით ჩხეიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031