გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, „ნაცმოძრაობის“ სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი

19-06-2026

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო - ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, „ნაცმოძრაობის“ სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


კირცხალია გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან“.


„სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ რამე სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31