გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ვუსურვებ ყველა კანდიდატს და მათ შორის, ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს

19-06-2026

„ვუსურვებ ყველა კანდიდატს და მათ შორის, ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით ვხედავთ ამორალურ მიდგომებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


„იცით, რომ ყოველთვის თავს ვიკავებდით და ვიკავებთ უკრაინის მიმართ ობიექტური განცხადებების გაკეთებებისგან, ისეთისგან, რომელიც ეკუთვნოდათ, ან ეკუთვნით დღესაც მის ხელისუფლებას. სულით და გულით ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას. ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსურვებ [ევროკავშირში] გაწევრიანებას. ღირსეულ კავშირში და არა ისეთში, სადაც ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებას ნამგლის და უროს დროშა მოუხდებოდა.


რომ თურმე ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეს ახალ წევრს და სუვერენიტეტზე საერთოდ უარი უნდა თქვას. ვუსურვებ ყველა კანდიდატს და მათ შორის, ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით ვხედავთ ამორალურ მიდგომებს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031