გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ

19-06-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს.


„ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ.
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930