გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში

19-06-2026

გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია- განაცხადა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა წყალტუბოში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, ახალგაზრდებმა ისაუბრეს დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ახალგაზრდულ სივრცეებზე და განათლების რეფორმაზე.

 

“ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა.  ვიცით, რომ რეგიონებში ბოლო შეხვედრაა ამ მასშტაბით. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში. QR კოდის მეშვეობით ვიცით, რომ ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და შევეცდებით, რომ ახალგაზრდები მაქსიმალური რაოდენობით დავასწროთ.”- განაცხადა ლიპარტელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930