გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდებთან დღევანდელი შეხვედრაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა

19-06-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მე-11 კონფერენცია წყალტუბოში გაიმართა. ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსია შეაფასა ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, ხაზი გაესვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და წყალტუბოს რესურსის გამოყენებას ამ მიმართულებით.


„დღევანდელი შეხვედრაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, რაც მოიცავს იმას, რომ განსაკუთრებით წყალტუბოს სწორად გამოყენება მოხდეს მისი რესურსის, ბუნებიდან გამომდინარე, გარკვეული სპორტული მიმართულებები განვითარდეს და ამგვარად, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, - აღნიშნა გრიგოლიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930