გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე: მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში

20-06-2026

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.


დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოცემულ ეტაპზე უზარმაზარი პოტენციალი და დინამიკური განვითარებისთვის ფართო პერსპექტივა გააჩნია.


"მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში,ასევე – მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის დარგებში.

მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოცემულ ეტაპზე უზარმაზარი პოტენციალი და დინამიკური განვითარებისთვის ფართო პერსპექტივა გააჩნია.


მხარეებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებული საგარეო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს", - აღნიშნულია კომუნიკეში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031