გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში", მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი

20-06-2026

არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში", მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი - საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ვინაიდან ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება პერსპექტივა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი.


„მე ხშირად მითქვამს, ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები როგორიცაა „ნაცმოძრაობა", მისი მომიჯნავე პარტიები წარმოადგენენ ოპოზიციის ძირითად ბირთვს, ჩვენთან ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930