გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიევში დაძაბული სიტუაციაა - ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა მაიდანი დაიკავეს

21-06-2026

კიევში ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს აკონტროლებდნენ, - ინფორმაციას სააგენტო UNIAN ავრცელებს.


დიმიტრი კორჩინსკი, ორგანიზაცია „ბრატსტვოს“ (ძმობის) ლიდერი კიევში გამართული აქციის მიმდინარეობისას კომენტარს აკეთებს. ვიდეოკადრებში ის ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც, მისი მტკიცებით, მიგრაციულ და სოციალურ პროცესებზე უარყოფითად აისახება.


ის ხაზს უსვამს, რომ მისი მხარდამჭერები არიან „თეთრკანიანი ქრისტიანული უკრაინის“ მომხრეები. კორჩინსკი ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციას, რასაც, მისი თქმით, უკრაინის პრაიდის ორგანიზატორები ითხოვენ.


„მე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ვიცავ, რომ უკრაინა „თეთრკანიან ქრისტიანულ ქვეყნად“ დარჩეს“, - განაცხადა დიმიტრი კორჩინსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930