გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

22-06-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.


როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ კვირას წლიურ ანგარიშებს განიხილავს. 23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს, 24 ივნისს - გენერალური პროკურორის ანგარიშს, 25 ივნისს კი გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ.


მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.

ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930