გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

23-06-2026

26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.


მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი რამდენიმე ანგარიშს მოისმენს.


მისივე თქმით, საპარლამენტო სესიის ბოლო კვირაა და საგაზაფხულო სესია 26 ივნისს დასრულდება.


„ეს სასესიო კვირა დახუნძლულია როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით. ხვალ ჩვენ მოვუსმენთ სახალხო დამცველის ანგარიშს.

24 ივნისს იქნება გენერალური პროკურორის ანგარიში პარლამენტში.


25 ივნისს იქნება გენერალური აუდიტორის ანგარიში და 26 ივნისს საგაზაფხულო სესიას დახურავს პრემიერ-მინისტრის ანგარიში პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა კირცხალიამ.


მისივე თქმით, ასევე არის დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031