გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ

23-06-2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე ისაუბრა.


როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს.


დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და სწორედ ამაზე წუხან ჩვენი ე.წ. მეგობრები და ე.წ. პარტნიორები. მათ სიტყვა პარტნიორობის განმარტება ნამდვილად არ იციან, მათ პარტნიორობა დირექტივები და თითის ქნევით საუბარი ჰგონიათ, ჩვენს ქვეყანასთან და საზოგადოებასთან ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათი მხრიდან ბევრი აბსურდული დირექტივა მოგვისმენია, ბევრი დირექტივა მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31