გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გარედან გააღვივოს სიძულვილი და აგრესია, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად

23-06-2026

ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.


„ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან ჩვენს ქვეყანაში გააღვივოს სიძულვილი და აგრესია.


ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო. სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930