გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

24-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე , ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, როსტისლავ კონიაშკინს შეხვდნენ.


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ინოვაციური და ციფრული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საჭიროებას და საერთო პლატფორმებზე პოზიციონირების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას.


მხარეებმა ასევე განიხილეს კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის მხარდაჭერასა და კავშირების გამყარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031