გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

24-06-2026

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა.


ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.


 თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს “კ.ს.ც.”-ის თბილისის სამაცივრე მეურნეობაში (მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10) გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა (სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები) და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი (ხიზილალა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31