გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჟორჟოლიანი: 12 ქსელს ექნება ვალდებულება, განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე; ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ეს შედეგის მომტანი იქნება

24-06-2026

მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.


ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი",- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031