გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი „ასეთი ხუმრობები“?

25-06-2026

ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი სოფიკო ფირანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ე.წ სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ და მაყურებელთა გასამხიარულებლად იყენებენ და აღნიშნავს, რომ TBC ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია.


ფირანიშვილის განცხადებით, მიუხედავად TBC ბანკისთვის მიმართვის არაერთი მცდელობისა, მათ ერთი თეთრიც კი ვერ გაიმეტეს აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ დააფინანსეს პროექტი, სადაც მათ დისკრედიტაციას ახდენენ.


„ეს რა თქვეს? თქვენც იგივე გესმით რაც მე? სპონსორია TBC - თიბისი წლებია თავად ხან რომელი ონკოპაციენტი გირეკავთ, ხან რომელი და 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი? ჩვენდამი „ასეთი ხუმრობები“???? ეს რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ??“, - წერს სოფიკო ფირანიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031