გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17-12-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, სანზონის დასახლების, ანაპის 414-ე დივიზიის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტორნერგიას დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის(ნაწილობრივ)ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.


ასევე საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას შესახვევის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I,VI კვარტლების, ნუცუბიძის(ნაწილობრივ) და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031