გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში

25-06-2026

ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა.


„ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის რა დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031