გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული

25-06-2026

აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საპარლამენტო მანდატებით, ახლა კი დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული.


„საბოლოო ჯამში, კარგად მოგეხსენებათ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ აგენტურას, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930