გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის

25-06-2026

ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს.


„დაახლოებით 2 წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ადამიანი საუბრობს სხვადასხვა ტერმინებით, ეს არის ღიმილისმომგვრელი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ზოგადად, ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930