გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობაზე, ეს აჩვენებს აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ - იგივე დამოკიდებულება

25-06-2026

გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობაზე,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იგივე დამოკიდებულება აქვს საქართველოში ე.წ ოპოზიციას, ისინიც, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურ დათმობაზე.


„აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი. ეს აჩვენებს ზოგადად, აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას, საქართველოში ე.წ ოპოზიციას, ოპოზიციად წოდებულ პარტიებს, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ისინიც, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურ დათმობაზე, იმიტომ, რომ ეს არის აგენტურის ხვედრი, აგენტურის მენტალიტეტი. იგივე მენტალიტეტით მოქმედებს აგენტურა მოლდოვაშიც", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930