გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ქვეყნის გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა

25-06-2026

ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა.


„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამმართველოს საქმიანობა. ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება. სამმართველოს უმთავრესი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა. ეს არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, თან არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა და რაც შეგვიძლია აღვკვეთოთ, იმას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930