გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე

25-06-2026

ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.


„მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული 5 წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მლრდ 2020 წელს და ახლა არის 38 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. ბუნებრივია, ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31