გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის, ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც

25-06-2026

ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგის შესახებ განაცხადა, სადაც ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც.


„ეს მაჩვენებელი ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმისთვის, რომ ბიზნესი სწრაფად კეთდებოდეს. ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის. ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031