გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა

25-06-2026

მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა.


„მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930