გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე: ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა

25-06-2026

როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება.


„ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ზოგადად, როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930