გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩერგოლეიშვილი მიანიშნებს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და „პოსტვ“ იმიტომ დაასანქცირა, რომ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მთავრობისგან ჩერგოლეიშვილის პროპაგანდისტული „ტაბულას" დაფინანსებაზე თანხმობა ვერ მიიღო

26-06-2026

„ფედერალისტების“ ერთი-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 2018 წლის ვიდეოს აზიარებს, როდესაც „ტაბულას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და უარყოფდა ინფორმაციას, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებდა.


„რასაკვირველია კეზერაშვილი არ მაფინანსებს. მაფინანსებს The European Endowment for Democracy (EED), National Endowment for Democracy (NED), სოროსის ფონდი, მაფინანსებს. ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს. მაფინანსებს ასევე, ჰოლანდიის მთავრობა“, - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი ვიდეოში.


აქვე, ის ვიდეოს პოსტს ურთავს, რომელშიც წერს, რომ „ტაბულას“ აფინანსებდა ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც მისი თქმით „დაუბლოკა ბიძინამ“ და „მალევე ბრიტანეთის მთავრობამ „პოსტივი“ და „იმედი“ დაასანქცირა“.


„მეგობრებო, 2018 წელია ეს და ტაბულას დირექტორი ვარ აქ! ტაბულას ახლაც აფინანსებდა ბრიტანეთის მთავრობა, უბრალოდ დაუბლოკა ბიძინამ.
მალევე, ბრიტანეთის მთავრობამ პოსტივი და იმედი დაასანქცირა და სანქციებს ყველა შემდეგი მთავრობა შეინარჩუნებს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930